ჩვენი გუნდი

  • ჩვენი გუნდი
ნიკოლოზ ნებულიშვილი

ნიკოლოზ ნებულიშვილი

პრაქტიკულ ასპექტში, ნიკოლოზი გახლავთ ლიცენზირებული ადვოკატი, მაღალკვალიფიციური იურისტი საერთაშორისო კერძო და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით საქართველოს ბაზარზე არსებულ მსხვილ კომპანიებში, მათ შორის, ნავთობის, ღვინის და კვების სექტორში.

აკადემიურ ასპექტში, ნიკოლოზი არის სამართლის დოქტორი. ნიშანდობლივია აღინიშნოს მისი აკადემიური ნაშრომი საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით გამოსაყენებელ სამართალზე.

ნიკოლოზის ცოდნა და გამოცდილება კერძო სამართლის მიმართულებით ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. ვამაყობთ, რომ ის ჩვენი კომპანიის ღირებული წევრია.

ბაბილინა მეიფარიანი

ბაბილინა მეიფარიანი

ბაბილინა არის მაღალკვალიფიციური იურისტი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კომპეტენცია ინტელექტუალური საკუთრების, შრომისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამართალში.

ბაბილინა არის სამართლის მაგისტრი, ასევე დოქტორის ხარისხის კანდიდატი. მან საგანმანათლებლო სფეროში მიღებული ცოდნა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით გაამდიდრა კერძო სექტორში, სადაც განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლი სურსათის წარმოების, დისტრიბუციისა და სამედიცინო სფეროებში.

ბაბილინას ცოდნა და გამოცდილება ბიზნეს სამართლის საკითხების მართვაში ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. ვამაყობთ, რომ ის ჩვენი კომპანიის ღირებული წევრია.

დავით ვაშაკიძე

დავით ვაშაკიძე

მას მრავალმხრივი გამოცდილება აქვს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მისი კვალიფიკაცია მოიცავს, როგორც ბიზნესის, ასევე საგადასახადო და აზარტული თამაშების სამართლებრივ სფეროს.

დავითის მრავალწლიანი კარიერული გამოცდილებიდან აუცილებელია აღინიშნოს მისი როლი შემოსავლების სამსახურის დავების და იურიდიულ დეპარტამენტში, მათ შორის, კერძო სექტორში.

მისი გამოცდილება საგადასახადო სამართლის საკითხების მართვაში ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, ვამაყობთ, რომ დავითი ჩვენი კომპანიის ღირებული წევრია.