ახალი საჯარო გადაწყვეტილება №208:

როგორ იბეგრება პირის მიერ, საწარმოს წილის სანაცვლოდ აქტივების გადაცემის და საწარმოს ლიკვიდაციისას ან კაპიტალის შემცირებისას,  პარტნიორზე ნატურალური ფორმით განხორციელებული განაცემები.

ფინანსთა მინისტრის ახალი საჯარო გადაწყვეტილება მნიშვნელოვან განმარტებებს აკეთებს ბიზნესის პარტნიორებისთვის ქონების გადაცემისა და უკან დაბრუნების საგადასახადო წესებზე.

კანონმდებლობის მსგავსი დეტალური განმარტებები მნიშვნელოვნად ამცირებს საგადასახადო რისკებს კომპანიის რეორგანიზაციისა თუ აქტივების მართვის პროცესში.

ძირითადი აქცენტბი, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ:

  1. ქონების შეტანა კაპიტალში (სსკ-ის 151-ე მუხლი)
  • როდის არ იბეგრება? საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის კაპიტალში აქტივის შეტანა არ განიხილება მიწოდებად და არ იბეგრება, თუ ამ ოპერაციის შედეგად პირი (ან პირთა ჯგუფი) ფლობს/მოიპოვებს კომპანიის 50%-იან ან მეტ წილს.
  • მნიშვნელოვანი დეტალი: წესები არ ვრცელდება უცხოური კანონმდებლობით შექმნილ კომპანიებზე. ასევე, ქონება საგადასახადო მიზნებისთვის ინარჩუნებს ძველ თვითღირებულებას და მისი ხელოვნური გაზრდა საბაზრო ფასამდე არ ხდება.
  • განსახილველი ნორმის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ოპერაციის დაბეგვრა, რომელიც შინაარსით არ წარმოადგენს აქტივის რეალურ გასხვისებას, რადგან ასეთ შემთხვევაში იცვლება მხოლოდ აქტივის ფლობის ფორმა.
  1. კომპანიის ლიკვიდაცია ან კაპიტალის შემცირება
  • რა ითვლება დივიდენდად? თუ კომპანიის დახურვის ან კაპიტალის შემცირებისას პარტნიორი უკან იღებს იმაზე მეტი ღირებულების აქტივს (ან ფულს), ვიდრე თავიდან შეიტანა, ეს სხვაობა (ნამეტი) განიხილება დივიდენდად და ჩვეულებრივ იბეგრება.
  • საგადასახადო შეღავათი: თუ პარტნიორ ფიზიკურ პირს უკან უბრუნდება უძრავი ქონება და ის კომპანიის წილს 2 წელზე მეტია ფლობს, მიღებული ნამეტი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან (გაითვალისწინეთ, ეს შეღავათი მოძრავ ქონებაზე არ ვრცელდება).

Comments are closed